Posts

Showing posts from October, 2021

სტივენ ჰიქსი - პოსტმოდერნიზმის განმარტება

Image
პოსტმოდერნიზმის განმარტება  ინტელექტუალურ ისტორიის წიგნია, რომელიც პოლემიკურ ხასიათს ატარებს. იგი გვთავაზობს ახლებურ თვალთახედვას მიმდინარე დებატებზე პოლიტიკური კორექტულობის, მულტიკულტურალიზმის და ლიბერალური დემოკრატიის მომავლის შესახებ. ის გვთავაზობს საკმაოდ პროვოკაციულ ხედვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა პოსტმოდერნიზმი ამდენად ძლიერი ინტელექტუალური მოძრაობა მეოცე საუკუნის ბოლოს. რატომ აქვთ სკეპტიკურ და რელატივისტურ არგუმენტებს ასეთი გავლენა თანამედროვე ინტელექტუალურ სამყაროში და რატომ გააჩნიათ ჰუმანიტურულ მეცნიერებებში მათ ასეთი პოპულარობა განსხვავებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებისაგან.   რატომ არიან  ისინი   უმეტეს წილად პოლიტიკურად მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები – იმავე მემარცხენეებისა, რომლებიც ერთ დროს აზროვნებას, მეცნიერებას, საყოველთაო თანასწორობას და ოპტიმიზმს  ქადაგებდნენ  – ხოლო ამჯერად ანტი სააზროვნო, ანტი სამეცნიერო, ორმაგ სტანდარტისა  და ცინიკური  პოზიციებს   ეყრდნობიან . პოსტმოდერნიზმის განმარტების  შ...