სტივენ ჰიქსი - პოსტმოდერნიზმის განმარტება
პოსტმოდერნიზმის განმარტება ინტელექტუალურ ისტორიის წიგნია, რომელიც პოლემიკურ ხასიათს ატარებს. იგი გვთავაზობს ახლებურ თვალთახედვას მიმდინარე დებატებზე პოლიტიკური კორექტულობის, მულტიკულტურალიზმის და ლიბერალური დემოკრატიის მომავლის შესახებ.ის გვთავაზობს საკმაოდ პროვოკაციულ ხედვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა პოსტმოდერნიზმი ამდენად ძლიერი ინტელექტუალური მოძრაობა მეოცე საუკუნის ბოლოს. რატომ აქვთ სკეპტიკურ და რელატივისტურ არგუმენტებს ასეთი გავლენა თანამედროვე ინტელექტუალურ სამყაროში და რატომ გააჩნიათ ჰუმანიტურულ მეცნიერებებში მათ ასეთი პოპულარობა განსხვავებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებისაგან. რატომ არიან ისინი უმეტეს წილად პოლიტიკურად მემარცხენე იდეოლოგიის წარმომადგენლები – იმავე მემარცხენეებისა, რომლებიც ერთ დროს აზროვნებას, მეცნიერებას, საყოველთაო თანასწორობას და ოპტიმიზმს ქადაგებდნენ – ხოლო ამჯერად ანტი სააზროვნო, ანტი სამეცნიერო, ორმაგ სტანდარტისა და ცინიკური პოზიციებს ეყრდნობიან.
პოსტმოდერნიზმის განმარტების შეფასებები: სტივენ ჰიქსმა დაწერა სიღრმისეული და მძლავრი კომენტარი პოსტმოდერნიზმის ხასიათზე და მის მიერ განმანათლებლობისადმი დაპირისპირებაზე. ის ამ მოძრაობას ანთავსებს ფართო ისტორიულ კონტექსტში და აანალიზებს მის კულტურულ და პოლიტიკურ იმპლიკაციებს. მიუხედავად იმისა ვინმე ეთანხმება თუ არა ჰიქსის ინტერპრეტაციას მისი ნაშრომი მაინც დარჩება გამომწვევად და პროვოკაციულად.
– კრის მეთიუ სკიაბარა, პოლიტიკის ფაკულტეტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი.
პოსტმოდერნიზმის განმარტება საკმაოდ ღირებული ტექსტია პოსტმდერნიზმის თეორიის გარეშე თვალით დასაკვირვებლად და კრიტიკულად გასააზრებლად. ალბათ ამ ნაშრომის ყველაზე დასაფასებელი ღირებულება პროფესორ ჰიქსის ანალიტიკური უნარია, რითიც ის პოსტმოდერნი მოაზროვნეების არსებით თეზისებს უკეთებს იზოლაციას, აჯამებს ისტორიულ კონტექსტსთან ერთად და მიჰყვება მისი განვითარების ნაკვალევს.
დევიდ კელი, აღმასრულებელი დირექტორი, The objectivist Center

Comments
Post a Comment