თანამედროვე უკრაინული მუსიკა
უკრაინაში
რუსეთის სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ არსებითად შეცვალა უკრაინული საზოგადოება როგორც
საკუთარი თავის ისე რუსეთის მიმართ. შესაბამისად შეიცვალა უკრაინული კულტურული ცხოვრების
ყველა ასპექტი და მას სრულიად განახლებული მიმართულება მიეცა. ამ მხრივ პირველ რიგში
გამოვყოფდი ენობრივ საკითხს: ფაქტობრივად უკრაინულმა ენამ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი
როგორც საჯარო ისევე ყოფით სივრცეში - მოქალაქეებმა დაიწყეს მიბრუნება საკუთარი ისტორიული
ენისკენ, გარდა ამისა გაიზარდა მოთხოვნა საკუთარი ისტორიის რუსეთის იდეოლოგიური კონტექსტისგან
დამოუკიდებლად გადააზრებაზე. ერთბაშად დაიწერა ბევრი ლექსი, მოთხრობა და დოკუმენტური
კვლევები, შეიქმნა პოდკასტები ისტორიულ თემატიკაზე, გაჰიტდა უამრავი სიმღერა და შეიქმნა
სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ეხმიანებოდნენ მიმდინარე საომარ პერიპეტიებს. ეროვნულ
მილიტარისტულ მოზღვავებულ კლიპებს ზოგიერთმა უკრაინელმა ხუმრობით „ბაირაქტარშინაც“
შეარქვა, პატრიოტიზმის ჰაიპზე მომსხდარ უნიჭო მომღერლების გასაკრიტიკებელად, სხვაგვარად
მას ომამდე „შაროვარშინაც“ უწოდებდნენ[1].
ჩემს
სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ჯგუფები, მომღერლები ანდა ცალკეული სიმღერები, რომლებიც
ამ კონტექსტში არამხოლოდ ჩემთვის არამედ ბევრი უკრაინელისთვის გახდნენ აქტუალურნი და
პოპულარულები, როგორც მეინსტრიმ ისე ალტერნატიულ მუსიკის დონეებზე.[2].
хейтспіч
თავიდან დავიწყებ როკ ჯგუფ „ჰეითსფიჩით“ (хейтспіч), რომლის სიმღერები ტექნო მეტალისთვის
დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩევა და პირდაპირი და რადიკალური მოწოდებებითაა გაჟღენთილი
- “бий окупанта”, რომლის ტექსტში პირდაპირი მოწოდებები ისმის: "Дирка в голові У колаборанта". ასევე ღირს მოსმენა " контрнаступ”, “Руснiпиз? Да! Джавелiн i арта” და ა.შ. თვითონ აღწერაშიც
ასეთი ინთრო უწერია: „A musical project without exact genre from Odesa,
Ukraine. Very angry and may brake your ears (but in a good way only)“ . ამ ჯგუფმა
ომის დაწყებასთან ერთად უცბად მოიპოვა პოპულარობა უკრაინულ ალტერნატიულ სცენაზე და
ახალგაზრდებში. ისინი ჩემი აზრით ზუსტად გამოხატავენ
ჯანმრთელ აგრესიას, დაუნდობლობას მტრის მიმართ და საზოგადოებას ამყოფებენ საჭირო ტონუსში
რუსეთთან ომში ყოფნისას.
Туча
A.K.A Tucha
дей💅.ტუჩა თავისი გარეგნობით და შემოქმედებითაც ორიგინალური და პროვოკაციული ტიპაჟია. რაც საინტერესოა ის ერთდროულად ითავსებს ლგბტქ აქტივიზმს და ამავე დროს რუსულენოვან კონტენტის კრიტიკითაა დაკავებული. მისი არგუმენტის მიხედვით ისინი ვინც ქმნიან რუსულენოვან კულტურულ პროდუქტს და შესაბამისად მეტ კლიკს ღებულობენ რუსეთიდან ამით ხელს უწყობენ მტრის სარეკლამო ბაზარს. მისი სიმღერები სექსუალური უმცირესობების თემატიკაზე ხშირად იწვევს უკრაინულ რადიკალ ნაციონალისტთა წრეში გაღიზიანებას მიუხედავად მისი პატრიოტული პოზიციისა ენის მიმართ. ზოგადად უნდა ითქვას რომ ტუჩა თანმიმდევრული იყო ენის საკითხში და ის 90-იანებიდან მოყოლებული ომამდეც მოუწოდებდა არტისტებს გამოეყენებინათ საკუთარი მშობლიური ენა თავიანთ შემოქმედებაში და უარი ეთქვათ მოსკოვში კარიერაზე. მისი ვლოგები სწორედ 90-იანი წლების ისეთ მუსიკალურ ჯგუფებს ეხება როგორებიცაა ТЕРИТОРІЯ А, Воплi Вiдоплясова ... პოპულარული მუსიკალური ფესტივალი ЧЕРВОНА РУТА, უკრაინული რეივ-კულტურა და ა.შ. მისი სიმღერა ომის თემატიკაზე russia is a terrorist state გახდა ჰიტი და მთავარი პოლიტიკური მესიჯის მქონე საერთაშორისო სცენაზე სხვა უკრაინელ არტისტებს შორის.
SadSvit
რა თქმა უნდა ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით უკრაინულ ე.წ. დუმ და პოსტ პანკ მიმართულების საუკეთესო შემსრულებელს SadSvit-ს, იგივე ბოგდან როზვადოვსკის ივანო ფრანკოვსკიდან. მის ანგარიშზე სამი ალბომია «Суматоха» 2020, «Cassette» 2021 და «20&21». სამივე გამორჩეულია ჟანრისთვის დამახასიათებელი მსუბუქ ბიტის ფონზე თანმდევი მელანქოლიური ინტონაციით. მისი სამივე ალბომი არამხოლოდ გამართულია ჟანრულად არამედ მდიდარია საინტერესო პერსონალური ისტორიებით თუ შთაბეჭდილებებით, რომლებიც ზოგჯერ მხიარულია თავისი განწყობით და ზოგჯერ მძიმე. ამას გარდა 2023 წელს მას ახალი ალბომი Неонова Мрія (Neon Dream) აქვს გამოშვებული სხვადასხვა ინდი შემსრულებლებთან კოლაბორაციით. პირადად ჩემთვის გამოვარჩევდი СТРУКТУРАЩАСТЯ-სთან ჩაწერილ სიმღერას Силуети (Silhouettes)[3] , რადგან თვითონ СТРУКТУРА ЩАСТЯ-ც ჰიპერ ექსპერიმენტული პოსტ პანკ შემსრულებელი არტისტია (Електро-хардкор - ლიზა უგლაჩი), ხოლო ერთიანობაში სიმღერაში მათი ხასიათების დიალოგი საინტერესო სინთეზს იძლევა.
СТРУКТУРА
ЩАСТЯ
СТРУКТУРА ЩАСТЯ -ს თავიდან რუსულ ენოვანი კონტენტი ჰქონდა წმინდა პრაგმატული და საბაზრო მარკეტინგის თვალსაზრისით. ადრეული რუსულ ენოვანი სიმღერიდან ღირს მოუსმინოთ სიმღერას „СНГ“, რომელიც რუსმა მომხმარებლებმა ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ შემოინახეს ინტერნეტში. ეს თრექი ანდა „ვეში“ შეიძლება საპროგრამო ტექსტადაც ჩაითვალოს, რადგან მასში კარგადაა დაჭერილი პოსტ-საბჭოთა პერიოდში მშობლების, მეზობლების, სკოლის და ზოგადად კულტურული ნორმების მიუღებლობა სიმღერა ბოლოს ალკოჰოლთან მეგობრობით და საკუთარი თავისადმი ირონიული მისამღერით სრულდება: „И какое счастье, так повезло тебе, что ты друг мой, родислся в СНГ...“ . რაც შეეხება ლიზა უგლაჩის მიმდინარე შემოქმედებას, მან სრულმასშტაბიანი ომის შემდგომ 2023 წელს გამოუშვა ორი ექსპერიმენტული ჰარდ კორ ალბომი უკრაინულ ენაზე - "Смуга" და "Вовк", ასევე რელიზები „СИСТЕМА ГОРЯ“ , „БЛИЖЧЕ” და სხვები. ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტული და ორიგინალური მიგნებები არტისტ Sad Novelist-თან გამოშვებულ ოთხ რელიზში იგრძნობა. სულ ახლახანს მივაკვლიე ინფოს რომ ამ წელს ლიზამ თავისი მუსიკალური პროექტი დროებით შეაჩერა და ჯერ-ჯერობით არ ვიცი განაახლებს თუ არა სიმღერას. ჩვენ კი გადავიდეთ შემდგომ შემსრულებელზე.
Енджі
Крейда / Angy Kreyda
https://www.instagram.com/angykreyda/
ენჯი კრეიდა ალტ პოპის ჟანრში შეიძლება გავიყვანოთ. სავარაუდოდ ის ყველაზე უმცროსი ასაკისაა და შესაბამისად არც ისე ბევრი სიმღერის მქონეა. ომის გამო მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა და ის დღემდე განაგრძობს მეომრებისთვის სიმღერას. მის სიმღერას Враже-ს მეშვიდე თვეში უკვე 7 მილიონი ნახვა აქვს და იგი ფაქტობრივად უკრაინელი ქალის არქეტიპულ სახედაც იქცა. მისი სიმღერის ტექსტი, რომელიც პოეტ ლუდმილა ჰოროვას ეკუთვნის გაჟღენთილია მტრისადმი მტანჯველი სიკვდილის მიგვრის შელოცვებით, რასაც ენჯი კრეიდას აკორდეონის მელოდიური ჩანართები უფრო ამძაფრებს და ახლებურ ემოციურ განზომილებას აძლევს.
კიდევ
ერთი საინტერესო სიმღერად შეიძლება ჩაითვალოს ლამის თანამედროვე ფოლკად ქცეული აჯანყებულ
არმიის УПА-ზე შექმნილი ხალხური სიმღერა Батько Наш Бандера, რომელშიც ერთ კუპლეტს შემსრულებლის პატარა ძმაც მღერის.
სხვა
მხრივ მისი შემოქმედება ხშირად ეხება თინეიჯერულ თემატიკას, სიყვარულს, ნარუტოს და
მარტოობას.
KOZAK
SIROMAHA
კულტურის და ცხოვრების წესის პოპულარიზებას ეწევა. პუბლიკის წინაშე ჩნდება კოზაკური შაროვარით და ჩუბით. მას ბევრი საინტერესო მუსიკალური ნამუშევარი აქვს, როგორც სოლო ისე დუეტების სახით. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ Ну ж бо, Вистоїмо, ГУЛЯЛИ და სხვები.
Spiv
Brativ
ეს პოპ ბოიბენდი გამოირჩევა ბიტლზის მსგავსი მუსიკალური მელოდიურობით და კლიპების ვიზუალური მინიმალიზმით. მათი სიმღერები სასიამოვნოდ ისმინება და არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას რომ შემსრულებლები თითქოს ბაძავდნენო ცნობილ ბენდებს. მათი უნიკალური ხმა და პოლიტიკური მესიჯები ძალიან მკაფიო და გასაგებია მსმენელისთვის. მე გამოვყოფდი Moskva, В городі херсоні და სხვები.
მაშა ჩუპრენენკო ზედმეტსახელად "არტისტკა" უნიკალური და ყველასგან გამორჩეული შემსრულებელია უკრაინულ მუსიკალურ სცენაზე. ის უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ქალაქიდან ხერსონიდან არის წარმოშობით, რასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში. მის იუთუბ არხს თუ ჩაუყვებით ნახავთ რომ მისი სიმღერები სახლში ჩაწერილი სამოყვარულო დონისაა. მისი ძირითადი პროფესია მსახიობობაა და სხვადასხვა ფილმებშია გადაღებული, თუმცა ნელ-ნელა მან საკუთარი უნიკალური სტილით ფართო წრეშიც მოიპოვა პოპულარობა და დღეს მის არხს 9.04K გამომწერი ჰყავს. ზოგი მის სიმღერებს დოკუმენტურ ჟანრადაც მოიხსენიებს, რადგან სიმღერასთან ერთად ხშირად თან სდევს სპონტანური პოეტური ჩანართები და მინიატურები. მაგალითად სიმღერა Серце -ში კარგად ჩანს მისი ინტიმური და ემოციური შესრულების ხასიათი. შემდგომში ამ სიმღერას პირადი არქივიდან აღებული ვიდეო კადრებიც დაემატა კლიპის სახით. ეს სიმღერა სწორედ სწორედ ხერსონის ოკუპაციის დროს არის შესრულებული. ასევე აღსანიშნია მისი სიმღერა Полюбила артіста და მისი პირველი სოლო კონცერტი.
Юля Юріна
იულია იურინა საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიული ბექგრაუნდით გამოირჩევა. ის წარმოშობით რუსეთიდანაა, კერძოდ ყუბანიდან. სკოლის ასაკში ის უკვე ასრულებდა უკრაინულ ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს და უმაღლესი განათლება შემდგომ უკრაინაში მიიღო ფოლკლორისტიკის დარგში. ტრადიციული სიმღერების რემიქსი ზოგისთვის შეიძლება საკამათოც იყოს, იმასთან ერთად რომ თავად კომერციულ პროექტებს რუსულ ენაზე ქმნიდა (დღეს ისინი წაშლილია მისი საიტიდან პროტესტის ნიშნად). საბოლოო ჯამში ომამდე ის იუკოს პროექტში მაინც ახერხებდა ე.წ ფოლკტრონიკის ჟანრში მუშაობას მაშინ როცა უკრაინაში პოპულარული კულტურა ძირითადად რუსულ ენაზე იქმნებოდა. ამ პერიოდის ნამუშევრებიდან გამოვყოფდი სიმღერას ჰრებლია და მთლიანად ამ ალბომს Ditch-ს. რაც შეეხება მისი ომის შემდგომ პერიოდის სოლო კარიერას, ძირითადად სტილს არ იცვლის, მაგრამ ამჯერად ის ქმნის უკრაინულ ენაზე თავის საკუთარ სიმღერებს. ესენია Чорна хмара და სოლო კონცერტი Ґвара.
[1] საბჭოთა ეპოქაში ეროვნულ სამოსი
„შაროვარი“ და მთლიანად უკრაინული კულტურა მხოლოდ ეთნიკურ ატრიბუტად ითვლებოდა, რომელიც
სოფლის პრიმიტიული ცხოვრების დონეს არ ცდებოდა. შესაბამისად შაროვარშინაც ისტორიული
საზრისისგან დაცლილ საბჭოთა ესთეტიკას ერქვა.
[2] მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უმრავლესი
მუსიკალური ჯგუფებისა ომამდელ პერიოდში წერდნენ და ასრულებდნენ მუსიკას როგორც უკრაინულ
ისე რუსულ ენებზე. მხოლოდ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ უკრაინელმა არტისტებმა საკუთარი
იუთუბ არხებიდან აიღეს რუსული ნამუშევრები პროტესტის ნიშნად.
Comments
Post a Comment