Posts

Showing posts with the label დაიჯესტი

თანამედროვე უკრაინული მუსიკა

Image
       უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ არსებითად შეცვალა უკრაინული საზოგადოება როგორც საკუთარი თავის ისე რუსეთის მიმართ. შესაბამისად შეიცვალა უკრაინული კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტი და მას სრულიად განახლებული მიმართულება მიეცა. ამ მხრივ პირველ რიგში გამოვყოფდი ენობრივ საკითხს: ფაქტობრივად უკრაინულმა ენამ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი როგორც  საჯარო ისევე ყოფით სივრცეში -  მოქალაქეებმა დაიწყეს მიბრუნება საკუთარი ისტორიული ენისკენ, გარდა ამისა გაიზარდა მოთხოვნა საკუთარი ისტორიის რუსეთის იდეოლოგიური კონტექსტისგან დამოუკიდებლად გადააზრებაზე. ერთბაშად დაიწერა ბევრი ლექსი, მოთხრობა და დოკუმენტური კვლევები, შეიქმნა პოდკასტები ისტორიულ თემატიკაზე, გაჰიტდა უამრავი სიმღერა და შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ეხმიანებოდნენ მიმდინარე საომარ პერიპეტიებს. ეროვნულ მილიტარისტულ მოზღვავებულ კლიპებს ზოგიერთმა უკრაინელმა ხუმრობით „ბაირაქტარშინაც“ შეარქვა, პატრიოტიზმის ჰაიპზე მომსხდარ უნიჭო მომღერლების გასაკრიტიკებელად, სხვაგვარად მას ომამდე „შაროვარშინა...